ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO)

ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO)

ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) წარმოადგენს საქართველოს სამეცნიერო სფეროში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და კომერციალიზაციის მთავარ ცენტრს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. ოფისის ძირითადი მიზანია კვლევით დაწესებულებებსა და კომერციულ კომპანიებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება. TCO დააკავშირებს სამეცნიერო ინოვაციებს ბაზრის არსებულ მოთხოვნებთან და შემდგომი კვლევებისა და განვითარებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფს.

TCO-ს ძირითადი ფუნქციებია:

  • ახალი ტექნოლოგიების პატენტუნარიანობისა და კომერციული ღირებულების შეფასება;
  • საპატენტო საქმის წარმოება და პატენტის მოპოვების კოორდინირება;
  • ლიცენზიის პირობების, ტექნოლოგიის ბაზარზე დანერგვის შესახებ მოლაპარაკებები და მიმდინარე ხელშეკრულებების მართვა;
  • უნივერსიტეტის, ფაკულტეტებისა და სტუდენტური startup-ების ხელშეწყობა;
  •  საავტორო ჰონორარის მიღება და გადანაწილება გამომგონებელს, უნივერსიტეტსა და ფაკულტეტებს შორის.
  • ძირითადი აქტივობების პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების გზით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინოვაციებისა და კომერციალიზაციის საკითხებში.
პროექტის ხელმძღვანელი - ეკა ლეფსვერიძე 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია
✉  tco@iliauni.edu.ge
➳ ჩოლოყაშვილის 3/5,ოთახი E 101
☏ 229 39 85
www.tco.iliauni.edu.ge 

ბანერები