ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი

საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი

შიდასაუნივერსიტეტო პოლიტიკის თანახმად, ყველა საგრანტო განაცხადი დონორთან წარდგენამდე შესათანხმებლად უნდა გაეგზავნოს რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანსა და განვითარების სამსახურს. ამგვარი გადაწყვეტილება ამარტივებს გარეშე ორგანიზაციებთან მუშაობას და იცავს უნივერსიტეტს იმ ვალდებულებების აღებისგან, რომელთა დაკმაყოფილება მას საგრანტო პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება მოუხდეს. მათ შორის თანადაფინანსების უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. საგრანტო პროექტების იდეები და პრიორიტეტები რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნდა შეფასდეს. ისინი დაამტკიცებენ შიდა ფორმას, რადგან პროექტის პირობები, კერძოდ სივრცით, პერსონალით, ინვენტარითა და/ან ფინანსური რესურსებით სარგებლობა, უნივერსიტეტის რესურსის გამოყენებით და ილიაუნსა და დონორს  შორის შეთანხმებით უნდა განისაზღვროს. 

საგრანტო განაცხადის წარდგენამდე გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და შეავსოთ განაცხადის წარდგენის ფორმა,  რათა მიიღოთ თქვენი ფაკულტეტის დეკანისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანხმობა. დასტურის მიღებისთანავე, განვითარების სამსახური დახმარებას გაგიწევთ ტექნიკური პრეცედურების განხორციელებაში.

ბანერები