საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ამოცანაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მხარდაჭერა. კერძოდ, უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, სამსახური კოორდინირებას უწევს სწავლისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის აქტივობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სამსახურის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გაზრდა, საერთაშორისო ქსელებში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება, ერთობლივი პროგრამების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და მხარდაჭერა და სხვ.
ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
- საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტის მრავალმხრივი საერთაშორისო შეხვედრებისა და ღონისძიებების კოორდინირება;
- სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და პროფესორების ჩართვა საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში;
- ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა გაცვლითი კონკურსების პერიოდში და შემდგომ ეტაპებზე;
- უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელების სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მასპინძლობა;
- უცხოელი სტუდენტების რეკრუტირება და მხარდაჭერა.
სამსახურის უფროსი - სალომე ბილანიშვილი
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულება
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია 2024-2030
საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E120
☏ (995 322) 220009 - 367
✉IRO@iliauni.edu.ge