ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისია

მისია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია შემუშავებულია ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით. მისიაში ნათლად არის ჩამოყალიბებული უნივერსიტეტის როლი საზოგადოების განვითარებაში და გააზრებულია ის ფუნქციები, რომლებიც მომავალი 7 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს უნივერსიტეტმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა, გადაცემა და გამოყენება მეცნიერების წინსვლის და საზოგადოებრივი განვითარებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია ეყრდნობა სამ ერთიანობის პრინციპს:

ა) კვლევისა და სწავლების ერთიანობა; ცოდნის შექმნა და გადაცემა ხდება ერთი და იმავე ადამიანების მიერ, ხოლო სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ცოდნის შექმნის პროცესში;

ბ) ზოგადი განათლებისა და სპეციალიზაციის ერთიანობა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთ პირველ დაწესებულებას წარმოადგენს, რომელმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში შემოიტანა ლიბერალური ხელოვნებების მნიშვნელოვანი ელემენტები  და ის აგრძელებს ამ ელემენტების შენარჩუნებასა და გაძლიერებას, უზავებს რა მათ სპეციალიზაციის ძლიერ და მკაცრ მოთხოვნებს;

გ) უნივერსალურისა და ლოკალურის ერთიანობა, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს მეცნიერების, როგორც საყოველთაო და უნივერსალურად გაზიარებადი ცოდნის წარმოებას, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონალური, ნაციონალური და ლოკალური კონტექსტების მიმართ და უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მისიის მძლავრ ცნობიერებას.

 

ბანერები