ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პასკალის პრემია

პასკალის პრემია - უნიკალური შანსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი გიგა ზედანიას ინიციატივით, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის #98 ოქმისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 31 მარტის #2 ოქმის საფუძველზე, დაწესდა პასკალის პრემია - ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია.

ბლეზ პასკალის წვლილი დიდია, როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ადამიანის შესახებ ცოდნის სფეროში. გარდა ამისა, პასკალი ცნობილია, როგორც მეცნიერი, რომელმაც დიდ სამეცნიერო წარმატებებს ახალგაზრდობაში მიაღწია. სწორედ ამიტომ, შეირჩა პასკალის პრემია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიისთვის.

პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც ექნება სტატიის სახე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 

პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

 


დამატებითი ინფორმაციისთვის:
ეკატერინე კვინიკაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
➳ 3/5 ჩოლოყაშვილის გამზირი, თბილისი, 0162
 quality@iliauni.edu.ge
(+995 32)222 0009 (109)

ბანერები