მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრის“ სამუშაოთა ფარგლებში გაგრძელდა ორი მონოგრაფიის შესრულება:

  1. მასალები ახ.წ. I-VI საუკუნეების კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის;
  2.  ასალები ძვ.წ. XV-VI საუკუნეების კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის.

ამ ნაშრომების მომზადებაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

გარდა ამისა, ცენტრის სამუშაო თემატიკის ფარგლებში და მათი ხელმძღვანელობით 2018 წელს მომზადდა და დაცული იქნა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, შალვა გიკაშვილის სამაგისტრო ნაშრომი „ძვ.წ. V-I სს-ის კოლხეთის სამხედრო საქმე“, ასევე ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენციისათვის მომზადდა ორი მოხსენება: მედეა მჭედლიშვილის „ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისი - ძვ.წ. IV შუა წლების კოლხური შეიარაღება“ და ანა დავითაშვილის „ტერაკოტული ფიგურის ყალიბი საყანჩიადან“.

ბანერები