მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:

14-16 მარტს ჩატარდა ქეითრინ ლუისის (კარდიფის უნივერსიტეტი) სემინარი თემაზე: „CAPS 5 -ის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში“; სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, მაგისტრები დაპროფესიული თემის სხვა წარმომადგენლები;

25-26 აპრილს გაიმართა ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: შედეგები და გამკლავება. რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავი“, გსრტ-თან ერთად; კონფერენცია გაიხსნა ორი მთავარი მოხსენებით: „10 წლის შემდგომ. ომიდან მშვიდობამდე ქართულ საზოგადოებაში“ - ჯანა ჯავახიშვილი (მთავარი მომხსენებელი) და „ომით დაზარალებული მოსახლეობის ტრავმა -ინფორმირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა“ - ნინო მახაშვილი (მთავარი მომხსენებელი). ასევე, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ბორის დროზდეკის (ნიდერლანდები) სემინარი თემაზე: "იძულებითი მიგრაცია და რთული ტრავმა",პროფესორ ერიკ ვერმეტენის (უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) სემინარი: "მუშაობა ტრავმირებულ სამხედროებთან" და სანა ჰამზას (ლიბანი) სემინარი „ოჯახური თერაპია ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან“. კონფერენცია დაიხურა პანელით პროფესიულ ეთიკაზე, რომელსაც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: ჯანა ჯავახიშვილი და ნინო მახაშვილი უძღვებოდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, მაგისტრები, პროფესიული თემის და მედიის წარმომადგენლები.

24 მაისს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროფესორ  გრეჰემ თორნიქროფტის (სამეფო კოლეჯი, ლონდონი) ლექცია: "ფსიქიკური აშლილობების სტიგმა".

7-8 ივნისს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრმა, ნორბერტ სკოკაუსკასმა (ნორვეგია) ჩაატარა სემინარი თემაზე: "ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები - თანამედროვე ხედვა".

6-9 სექტემბერს დოქტორ ჰერმან შლომერმა (Hermann Schlömer, Förderverein und Institut für Interdisziplinäre Sucht-und Drogenforschung, ჰამბურგი, გერმანია) ჩაატარა ტრენინგი „სისტემური, ოჯახზე ორიენტირებული კონსულტირება არასრულწლოვანთა ადიქციის პრობლემებთან დაკავშირებით“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.

10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი აქცია ილიაუნის A კორპუსის წინ; ამ თემით დაინტერესებულ პირეს დაურიგდათ ბროშურები და ფლაერები. აქციაში მონაწილეობა მიღეს პროგრამის სტუდენტებმა. 15 ოქტომბერს კი, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის აღსანიშნავად, ქალბატონმა ნინო მახაშვილმა გააკეთა მოხსენება „ფრონტლაინში“ თემაზე: „მოზარდთა დელიქვენტობა“.

ამავე წლის 6-7 დეკემბერს პროფესორებმა ნორმან სარტორიუსმა (ჟენევის უნივერსიტეტი) და გრეჰემ თორნიქროფტმა (სამეფო კოლეჯი, ლონდონი) ჩაატარეს სემინარი “როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში”. სემინარს ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, მაგისტრები, პროფესიული თემის და მედიის წარმომადგენლები.

მთელი წლის განმავლობაში ცენტრის დირექტორის,  ნინო მახაშვილის ფასილიტირებით ცენტრში იმართებოდა რეგულარული შეხვედრები ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სამსახურის ხარისხის სტანდარტებზე შეთანხმების მისაღწევად, სერვისების განაწილების, ე.წ. მეფინგის, დასადგენად და სხვ; ასევე, მიმდინარეობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის სფეროს წარმომადგენელთა აქტიური ლობინგი პროგრამის და სათემო სერვისების შესაბამისი ცვლილებების მისაღწევად. ამ აქტივობის ერთ-ერთი შედეგი 2019 წლის ბიუჯეტის 3 მლნ ლარით ზრდაა, რაც სათემო სერვისების განვითარებას მოხმარდება

რესურს ცენტრში დაიგეგმა რამდენიმე კვლევა, რომელთაგან ერთ-ერთი, შემუშავებული ფონდ კურაციოსთან ერთად, წარდგენილია დიდი ბრიტანეთის სააგენტოში Medical Research Council (MRC).

2018 წლის ოქტომბრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკატორის - ICD 11 თარგმნა.

ბანერები