მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის ორგანიზებით 2018 წლის 2 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტერდისციპლინური სემინარი: ბედნიერება და ცხოვრების ხარისხი. სემინარის მიზანი იყო გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტთან ერთობლივი ღონისძიების მომზადება. სემინარის მონაწილეებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:

  • "ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხსა და ძილის დარღვევებს შორის ასოციაცია"- ირინე სახელაშვილი ნევროპათოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნეირომეცნიერების მიმართულებით.
  • "ბედნიერების გენდერი თბილისში" - გიორგი ურჩუხიშვილი სოციოლოგი, გენდერის კვლევების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი
  • "კეთილდღეობა და ბედნიერების პოლიტიკა: ფსიქოანალიტიკური პერსპექტივა"- გიორგი ხარიბეგაშვილი, სოციოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი.

გარდა ამისა, 2018 წლის 15 ივლისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. ნინო როდონაიამ Rustaveli-DAAD-ეს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ჩაატარა კვლევა მიუნსტერის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, სამართლის ფილოსოფიისა და სამედიცინო სამართლის კათედრაზე, სამედიცინო ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში ნორმების დადგენის მკვლევართა ჯგუფსა და ბიოეთიკის ცენტრში. კვლევის სათაური: "ადამიანის ღირსების მორალური და სამართლებრივი განზომილებები".

 

ბანერები