ეკუმენური კვლევის ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული ეკუმენური კვლევის ცენტრი 2024 წელს დაარსდა. ეკუმენური კვლევის ცენტრი დარგის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში აკადემიური დიალოგის განვითარებას ისეთ კომპლექსურ სფეროში, როგორიცაა რელიგია.
ცენტრის ამოცანებია: კვლევითი პროექტების განხორციელება, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა, საერთაშორისო კვლევითი და დარგთაშორისი სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე ინსტიტუციებს შორის; ასევე, კვლევითი და აკადემიური თარგმანის სემინარ(ებ)ის ორგანიზება და სტუდენტების ჩართვა საერთაშორისო კვლევით პროექტებში. ამასთანავე, ცენტრის ფარგლებში გაიმართება სემინარები სტუდენტებისა და პროფესორების თანამონაწილეობით.
ეკუმენური თეოლოგია, ეკლესიათაშორისი ურთიერთობები და სხვადასხვა ქრისტიანული ტრადიციის მიერ ერთობისა თუ განსხვავების საკითხებში კონსენსუსის ძიება წარმოადგენს თანამედროვე დიალოგური კულტურის საუკეთესო მხარეს.
ცენტრის დამფუძნებელი წევრები არიან ეკუმენურ თეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესორები:
- პროფ. მალხაზ სონღულაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- პროფ. ნიკოლოზ ალექსიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი)
- პროფ. კირილე ჰოვორუნი (სტოკჰოლმის უნივერსიტეტთან ასოცირებული წმინდა ეგნატეს თეოლოგიური ცენტრის პროფესორი ეკუმენიზმის მიმართულებით)
- პროფ. რეგინა ელსნერი (მიუნსტერის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის აღმოსავლეთქრისტიანობისა და ეკუმენიზმის კათედრის გამგე)
- ფილოსოფიის დოქტორი პავლო ციმენიუკი (ლვოვის ეკუმენური ცენტრის დირექტორი 2019-2022 წლებში, ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი).
ცენტრის დირექტორი: პროფესორი თამარ გრძელიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: tamara.grdzelidze@iliauni.edu.ge