ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვლევების მხარდაჭერა

კვლევების მხარდაჭერა

განვითარების სამსახური ეხმარება მეცნიერ-მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს კვლევითი საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებში მონაწილეობაში. მეცნიერთა მიერ დამოუკიდებლად ინიცირებული ღონისძიებების გარდა, განვითარების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიძიებს დაფინანსების წყაროებს აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის ასამაღლებლად. ამავდროულად, სამსახურის ფუნქციაა, გააფართოოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა მასშტაბურ, ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტებში როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

კვლევების მიმართულებით შემოთავაზებული სერვისები:

  • დახმარების გაწევა პროფესიული კონტაქტების და კვლევითი ჯგუფების შექმნაში;
  • კოლაბორატორთა და პარტნიორთა იდენტიფიცირება საუნივერსიტეტო, ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
  • კვლევითი ტიპის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისათვის კონსულტაციების გაწევა მკვლევრებისთვის, პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის;
  •  ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევითი ფონდების შესახებ ინფორმაციის დროული და ეფექტური მიწოდება;
  • პროექტის იდეის და საპროექტო განაცხადის ვალიდურობის და კონკურენტუნარიანობის შეფასება დონორის მოთხოვნებთან მიმართებაში;
  • მასშტაბური კვლევითი პროექტებისთვის ტექნიკური და მენეჯერული სახის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ბანერები