ERASMUS+
2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
სტუდენტთა მობილობა - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 ან 2 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.
პერსონალის მობილობა
- სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
- ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.
2023-24 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმხრივ გაცვლებს განახორციელებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:
გაცვლითი პროგრამები Erasmus + სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროკავშირის 75 უმაღლეს სასწავლებელში.
Erasmus+ ისევე, როგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:
დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია |
900 ევრო |
ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია |
850 ევრო |
ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი |
800 ევრო |
აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:
ნორვეგია, დანია, ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი, ლიხტენშტეინი |
180 ევრო |
ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია |
160 ევრო |
ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი |
140 ევრო |
მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად.
მანძილის გამოსათვლელად იხელმძღვანელეთ: Travel Distance Calculator
Travel distances Top-up amounts
Between 10 and 99 KM: 20 EUR per participant
Between 100 and 499 KM: 180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM: 275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM: 360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM: 530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM: 820 EUR per participant
8000 KM or more: 1300 EUR per participant
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გავრცელდება ილიაუნის ელექტრონული ფოსტისა და არგუსის საშუალებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge