ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ADS Georgia

ADS Georgia კრეატიული სააგენტოები საქართველოში

''ADS Georgia'' ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, მიიღონ სრული ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ, რათა გაუღვივდეთ ინტერესი.

ADS Georgia-ს პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი წამყვანი კრეატიული სააგენტოები:

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე გაიმართა თითოეული სააგენტოს კვირეული, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებზე სააგენტოები საუბრობდნენ საკუთარ გამოცდილებასა და განხორციელებულ პროექტებზე, ხოლო მეორე შეხვედრაზე ყურადღებას ამახვილებდნენ იმ თეორიულსა თუ პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად.

სააგენტოების კვირეულებზე გამართული შეხვედრები განთავსებულია ვიდეოლექციების სახით, რომელთა ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

 

ამისთვის უნდა გადახვიდეთ ბმულზე: https://bit.ly/2GAwXQT

ვიდეოლექციებში განხილულია ისეთი ბრენდების საკომუნიკაცო კამპანიები, როგორებიცაა: თიბისი, საქართველოს ბანკი, ჯეოსელი, ევროპა-ბეთი, ვისმინო, ნატახტარი, GWP და სხვა.

ADS Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი სააგენტოებისა და სტუდენტების ერთმანეთისათვის გაცნობა და მათთვის საერთო ინტერესების მოძიების ხელშეწყობაა. ამისთვის სააგენტოებთან შეთანხმებით გამოცხადდა სტაჟირების რამდენიმე პროგრამა სტუდენტებისათვის. კონკურსში გამარჯვებულთ კი მიეცათ შესაძლებლობა, სტაჟირება გაევლოთ საქართველოს წამყვან კრეატიულ სააგენტოებში.



საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები