ილიაუნის გაეროს მოდელირება
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაეროს მოდელირება გაიმართება.
გაეროს მოდელირება აკადემიური როლური კონფერენციაა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოს სიმულაციას ახდენს. მოდელირების პროცესში მონაწილეები ხდებიან დიპლომატები, წარადგენენ და იცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს და მოკავშირეებთან ერთად წარადგენენ რეზოლუციას, როგორც მთელი კონფერენციის საბოლოო შედეგს. ამ დიპლომატიური თამაშის უმთავრესი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების გაცნობა.
მიზანი
საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მოდელირება (სიმულაცია) 80 წელიწადზე მეტს ითვლის. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ერთა ლიგის მოდელირების სერიებით დაიწყო. დაახლოებით 20 წლის შემდეგ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სიმულაციური კონფერენციებიც გაიმართა.
პროექტის მონაწილეები განივითარებენ, როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ უნარ-ჩვევებს. უცხო ქვეყნის დიპლომატიური მანტიის მორგების შემთხვევაში მათ აუცილებლად დასჭირდებათ კომუნიკაციის, დებატებისა და არგუმენტაციის, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისა და მოლაპარაკების უნარი. ასევე შეისწავლიან უცხო ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, გეოგრაფიულ და სხვა მონაცემებს. გახდებიან დიპლომატები და საკუთარი ქვეყნის პოზიციას დაიცავენ საერთაშორისო არენაზე.
პროექტის აღწერა
პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა საერთაშორისო პოლიტიკითა და გაეროს მოდელირებით დაინტერესებული 30 სტუდენტი.
ჯგუფისთვის გაიმართება კვირაში ორი შეხვედრა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.5-2 საათი
პროექტი მოიცავს გასვლით სკოლას ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე
სტუდენტები გაივლიან ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით:
პერსონალური უნარების გასავითარებელი ტრენინგები
- პრეზენტაციის უნარი;
- არგუმენტაციის უნარი;
- მოლაპარაკებების ხელოვნება;
- ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.
ლექცია-სემინარი შინაარსობრივ თემებზე:
- საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის ისტორია და ზოგადი მომიხილვა;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობის პრინციპი და მიმართულებები;
- გაეროს მოდელირების წესები;
- განსახილველი თემების შერჩევა, დამუშავება;
- პოზიციის განაცხადის მომზადება;
- გაეროს მოდელირების კონფერენცია;
სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება გაეროს მოდელირება, რომელში მონაწილეობაც კლუბის წევრების გარდა შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ილიაუნის სხვა სტუდენტებსაც.
სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება გაეროს მოდელირება, რომელში მონაწილეობაც პროექტში ჩართული სტუდენტების გარდა შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ილიაუნის სხვა სტუდენტებსაც.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილის დაწერასა და რეზიუმეს ატვირთვას: https://bit.ly/2FcxKTe
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 მაისი, 2018
საკონტაქტო ინფორმაცია:
✉ student.affairs@iliauni.edu.ge
☏ 032 2 22 00 09 (270), 592077727