ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსები

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისთვის ფიზიკური პირების წინასწარ დარეგისტირება GMUS სისტემაში.

გრანტების მენეჯმენტის სისტემის GMUS ელექტრონული სისტემის მისამართი: http://gmus.rustaveli.org.ge

განაცხადის ფონდში წარდგენამდე, გთხოვთ 20 ივლისამდე info@iliauni.edu.ge-ზე გამოგზავნოთ საპროექტო განაცხადი და პროექტის ბიუჯეტი (იხ.თანდართული). კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურს.


კონკურსი „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“.

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევით საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანია სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდების და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.



ბანერები