ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ინსტიტუტები და პროექტები

უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ინსტიტუტები და პროექტები

  • ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 
  1. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეფექტური სერვისების განვითარება კვლევის, სერვისის მიწოდებისა და სპეციალისტების მომზადება/გადამზადების გზით.
  • ბიოფიზიკის ინსტიტუტი:
  1. კვადრუპლექს პრაიმერული ამპლიფიკაცია მოლეკულური დიაგნოსტიკისა და დნმ-ს სექვენირებისთვის; 
  2. კვადრუპლექს პრაიმერული ამპლიფიკაცია ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურის ფარგლებში;
  3. მეტალური იონების გავლენა Artrobacter-ის ტიპის ბაქტერიების მიერ Cr(VI)-ის აღდგენის პროცესზე;
  4. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ფოტოდაზიანებები კოლაგენის მოლეკულაში და ამ დაზიანებების მიმართ ეფექტური საშუალებების გამოვლენა;
  5. ვერცხლის მეტალოორგანული ნანოკომპოზიტების შექმნა, შესწავლა, დახასიათება.
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“:
  1. ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზების ფორმირების და ურთიერთობის მექანიზმები და მათი როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში.

  • ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი: 
  1. შეზღუდვების მქონე ოპტიმალური კონფიგურაციების გეომეტრია და ტოპოლოგია;
  2. თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის.
  • ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი
  1. მიტოქონდრია - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სამიზნე - სიგმა1 რეცეპტორი;
  2. რეკოგნიციული მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები: მთლიანი ტრანსკრიპტოსომული ცვლილების ვალიდაცია.
  • თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი
  1. მიკრო და მაკრო სამყაროს აგებულების ფუნდამენტური კვლევები.
  • ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
  1. ქართულ-ინგლისური ონლაინ-ლექსიკონი (I ეტაპი)
  2. ძველი ქართული ენის კორპუსი და მორფოლოგიური ანალიზატორი (I ეტაპი)
  3. საქართველოს პროსოპოგრაფიული ბაზა (IV ეტაპი)
  • ეკოლოგიის ინსტიტუტი
  1. მაღალმთის ეკოსისტემების კვლევა;
  2. ადამიანის გენეტიკა და ეთნოგენეზი კავკასიაში (გაგრძელება);
  3. საქართველოში გავრცელებული კალმახის და ორაგულის გენეტიკური კვლევა;
  4. კავკასიის რელიქტური არეების გამოვლინება და შესწავლა სივრცული მოდელირების და მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით (გაგრძელება) (დამატებითი გარე დაფინანსება ჩართულია);
  5. წიგნის მომზადება გამომცემლობა Springer-ისთვის „Biological History of Ponto-Caspian Region”;
  6. საქართველოს ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონაში ვეშაპისნაირთა (Cetacea) სიმჭიდროვეების და მათ რიცხოვნობაზე მოქმედი ფაქტორების ექსტრაპოლაცია.
  • სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი
  1. ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა და 1918-1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: კულტურული, სოციალური, სამართლებრივი, გეოპოლიტიკური ასპექტები და კონტექსტები ინტერდისციპლინურ ჭრილში.
ბანერები