კლუბის რეგისტრაცია
როგორ დავარეგისტრირო სტუდენტური კლუბი?
სტუდენტური კლუბის დარეგისტრირებისთვის საჭიროა ერთი ინტერესით გაერთიანებულმა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტს განცხადებით მიმართოს. განცხადებას უნდა ახლდეს კლუბის წესდება, კლუბის გრძელვადიანი მიზნებისა და სტრუქტურის მთავარი დოკუმენტი.
კლუბის წესდება
საინიციატივო ჯგუფს წესდებაზე მუშაობის პროცესში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ეხმარება. პირველ ვერსიას მეილზე (student.affairs@iliauni.edu.ge) დეპარტამენტი იღებს და საჭიროებისამებრ გასცემს რეკომენდაციებს.
განცხადება
- განცხადება იწერება ილიაუნის რექტორის სახელზე და იგზავნება კანცელარიის მისამართზე (info@iliauni.edu.ge);
- კლუბის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტური პროექტების განმხილველი კომისია. განხილვის ვადა 20 სამუშაო დღეა;
- დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში კლუბს ენიჭება სტატუსი – ილიაუნის სტუდენტური კლუბი.