ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰორიზონტი ევროპა

ჰორიზონტი ევროპა

EMBRACing changE: Overcoming Blockages and advancing democracy in the European Neighbourhood (EMBRACE)

2022 წლის ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთვება „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon) ახალ პროექტში „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACing changE: Overcoming obstacles and advancing democracy in the European Neighbourhood (EMBRACE)).

პროექტის კოორდინატორია ბერგჰოფის ფონდი (გერმანია), ხოლო პარტნიორები არიან: ლერიდას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), კონსტანცის უნივერსიტეტი (გერმანია), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი (შვედეთი), გენტის უნივერსიტეტი (ბელგია), მანჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბელგრადის უნივერსიტეტი (სერბეთი), ევროპული და საგარეო პოლიტიკის ბერძნული ფონდი (საბერძნეთი), ევროპის კვლევების უკრაინული ასოციაცია (უკრაინა), არაბული რეფორმის ინიციატივის ცენტრი (საფრანგეთი), კვლევების მართვის კომპანია Concentris (გერმანია), პალესტინის სტრატეგიული კვლევების ცენტრი PalThink (პალესტინა).

პროექტის მიზანია ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელი ფაქტორების აკადემიური შესწავლა, გააანალიზება და მათი გადალახვის გზების მოძიება. პროექტი შედარებითი ხასიათისაა და შეისწავლის ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებს ევროკავშირის როგორც  აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ სამეზობლოში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩაერთვებიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გვალია და დავით აფრასიძე. ილიაუნის გუნდი გაუძღვება საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებული ემპირიული შემთხვევების შესწავლას, ასევე ჩართული იქნება პროექტის თეორიული ჩარჩოსა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავების ნაწილში. 

პროექტის კოორდინატორი: ბერგჰოფის ფონდი (გერმანია)

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://embrace-democracy.eu/


MEthodologies for Teamworking in Eco-Outwards Research

პროექტ METEOR-ის  მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ინოვაციური და თანამშრომლობითი  სასწავლო პროგრამების შექმნა მათი გამჭოლი უნარების განვითარების მიზნით, მონაწილე ქვეყნებში შეგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციები ინსტიტუციური და სამთავრობო საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებისთვის.

პროექტის კოორდინატორია: სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრი CASE, ვარშავა, პოლონეთი.


 

ბანერები