UNIJOBS - დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ხორციელდება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა - UNIJOBS.
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ბაზაზე მიმდინარეობს სტუდენტების და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის ხარჯზე იფილტრება ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები, დასაქმებასთან და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები და ყოველდღიურ რეჟიმში პროფილურად ეგზავნებათ აპლიკანტებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
თუ დაინტერესებული ხართ სწავლის პარალელურად დასაქმებით ან სწავლა დაასრულეთ და სამსახურს ეძებთ, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია აპლიკაციის საშუალებით და მიიღეთ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ვაკანსიების, სტაჟირებების, დასაქმების ფორუმების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ.
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც სწავლობენ ან სწავლობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სტუდენტებს და კუსრდამთავრებულებს).
რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნულ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გამოგიგზავნით მეილით: uni-jobs@iliauni.edu.ge
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3h6KNij
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
2022 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარეობს უნიჯობსის ბაზის განახლება, ამიტომ პირებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია 2019 წლიდან 2022 წლის ნოემბრამდე, გთხოვთ, შეავსოთ განახლებული სააპლიკაციო ფორმა.
შეკითხვების ან/და სააპლიკაციო ფორმაში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები;
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 58 02 08;
e-mail: uni-jobs@iliauni.edu.ge
2022 წელი