ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ერაზმუს + (KA220-VET)

ერაზმუს +(KA220-VET)

„ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტის გაციფრულება (AHEAD)“

AHEAD არის ევროკავშირის მიერ Erasmus + Cooperation partnerships in vocational education and training (KA220-VET)-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობს ოთხი სხვადასხვა ქვეყნის -  ირლანდიის (კოორდინატორი) გერმანიის, საქართველოსა და პოლონეთის უნივერსიტეტები.

პროექტის მიზანია:

1. მონაწილეთა ჩართვა და წახალისება ციფრული ჯანდაცვის შეფასების ტრანსფორმაციაში;

2. ციფრული შეფასების ხელშეწყობა და განვითარება, რომელიც შეესაბამება მიმდინარე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და ევროკავშირის ციფრული განათლების დღის წესრიგს;

3. მასწავლებელთა და მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების ხარვეზების აღმოფხვრა და მათი შესაძლებლობების განვითარება ციფრული შეფასების მიმართულებით;

4. ინოვაციური ტექნოლოგიების (AI) და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ვიდეოზე დაფუძნებული თვითშეფასების და თანატოლების შეფასების შემუშავება.

პროექტის კოორდინატორი: დუბლინის უნივერსიტეტი (DCU)

 

ბანერები