მორაგბეთა ნაკრები (ვაჟები)
ილიაუნის რაგბის გუნდი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში შეიქმნა. იმავე წელს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე 15-კაცა რაგბში. დღეისთვის ილიაუნის გუნდი საქართველოს სტუდენტური ლიგის მოქმედი ჩემპიონია.
მორაგბეთა ნაკრებს ავარჯიშებს ილიაუნის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ჩხაიძე.