ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტემპუსი

ტემპუსი

კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგში (DOIT)
პროექტი მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისრაელისა და საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კურიკულუმის რეფორმის დაგეგმვა, პილოტირება და დანერგვა მულტიკულტურული და კულტურული მრავალფეროვნების განათლებისა და ტრენინგის მიმართულებით, ასევე განათლების სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული მიმართულებით.
პროექტის კოორდინატორები არიან გორდონის განათლების კოლეჯი ისრაელში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.


ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება (ASPIRE) 

პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროების მქონე ინდივიდების უფლებების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობისა და ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება მრავალმხრივი საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირების განათლების უფლებებსა და მეთოდებზე.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


სტუდენტების დამხმარე სერვისების განვითარება და დანერგვა (SSDS) 
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ისრაელის პარტნიორ უნივერსიტეტებში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის განკუთვნილი სერვისების გაუმჯობესებას შესაბამისი ოფისის დაარსებით, ადამიანური რესურსის განვითარებითა და ისეთი ახალი სტუდენტური სერვისების დანერგვით, როგორებიცაა: სტუდენტური ცხოვრება, აკადემიური და მობილობის კონსულტაციები, კარიერის დაგეგმვა და დასაქმება, ასევე - კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა.
პროექტის კოორდინატორია ლაკილას უნივერსიტეტი (იტალია).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


კავკასიის რეგიონის პროექტებში მონაწილე პირთა კომპეტენციების ამაღლება (PACT) 

პროექტი მიზნად ისახავს ევროკომისიის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების ავტორების მიერ ცოდნის გაზიარებას და ამ გზით კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების შესაძლებლობების ამაღლებას. აღნიშნული პროექტი ახალბედა მკვლევრებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებს კავკასიის რეგიონიდან სთავაზობს გადამზადებას წარმატებული პროექტების წერასა და შემუშავებაში. აღნიშნული ტრენინგები ხელს შეუწყობს კავკასიის ინტერაქტიული რესურსების პლატფორმის ჩამოყალიბებას.
პროექტის კოორდინატორია დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


ინტერდისციპლინარული პოსტსაბაკალავრო კურიკულუმის შემუშავება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლის სფეროში

პროექტი ითვალისწინებდა ბოლონიის პროცესთან შესაბამისი სტანდარტების სამაგისტრო და სადოქტორო ინტერდისციპლინარული სასწავლო პროგრამების შექმნას, უკრაინელი და ქართველი სამართლის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მექანიზმების შემუშავებას, უკრაინასა და საქართველოში ენერგოსამართლის მიმართულებით საკონსულტაციო ბიუროების გახსნასა და ენერგოსამართლის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტის კოორდინატორი: მაგდებურგის უნივერსიტეტი


 

მაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სომხეთსა და საქართველოში და ევროკავშირის განვითარებასთან თავსებადობის ხელშეწყობა (PICQA)

პროექტის ძირითადი მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სომხეთსა და საქართველოში და ევროკავშირის განვითარებასთან თავსებადობის ხელშეწყობა. პროექტის კოორდინატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ASIIN- გერმანული აკრედიტაციის სააგენტო. სხვა ევროპელი პარტნიორები იყვნენ: მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია), პედაგოგიური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საფრანგეთი), ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი), ნიდერლანდების უნივერსიტეტთა ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაცია (ნიდერლანდები), როტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია).


 

ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში

ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში მიზნად ისახავდა ევროსტანდარტებთან შესაბამის სამაგისტრო პროგრამისა და უწყვეტი განათლების კურსების შემუშავებასა და განხორციელებას საბიბლიოთეკო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დაარქივების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებდა პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადებას და უწყვეტი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა კონტროლის მექანიზმები ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებსა და უწყვეტი განათლების კურსებზე.

პროექტის კოორდინატორი: მიდლსექსის უნივერსიტეტი


 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიურ სწავლების პროექტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიური სწავლების პროექტი მიზნად ისახავდა ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდის ხელშეწყობას, რომლის საშუალებითაც სტუდენტი აქტიურად იქნებოდა ჩართული სამეცნიერო მეცადინეობების კვალდაკვალ ექსპერიმენტების განხორციელების პროცესში.

პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.


 

გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად (CIBELES)

პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი კვლევების ეფექტურობის გაზრდას 6 პარტნიორ ქვეყანაში, რაც გულისხმობდა მომავალი სპეციალისტებისთვის მათი კვლევისთვის საჭირო პრაქტიკისა და რესურსების (ლიტერატურა და ბიბლიოგრაფია) უზრუნველყოფას. პროექტის შედეგად გაიცა გარემოს დაცვისა და ხარისხის მენეჯმენტის პროფესიონალური მაგისტრის დიპლომი.

პროექტის კოორდინატორი: გოტინტენის უნივერსიტეტი (გერმანია).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.


 

AS2PHD-სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში

პროექტის მიზანი იყო, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელდეს უმაღლესი განათლების მესამე ციკლის (დოქტორანტურის დონე) ჰარმონიზება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად. პროექტი მიზნად ისახავდა ორი სამოდელო სადოქტორო სკოლის დაარსებას და სტრუქტურული კვლევითი ტრენინგების ჩატარებას.

პროექტის კოორდინატორი: მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ჰოლანდია)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.


 

ინდუსტრიული თანამშრომლობა და შემოქმედებითი საინჟინრო განათლება დისტანციურ საინჟინრო და ვირტუალურ მოწყობილობებზე დაყრდნობით (ICo-op) 
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში თანამედროვე საინჟინრო საქმის განვითრებისათვის საჭირო მეთოდოლოგიისა და რესურსების შექმნას. პროექტი გაწერილია 2012-2016 წლებზე და ამ პერიოდში შეიქმნება საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამა ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით, განისაზღვრება მეთოდოლოგია შრომის ბაზარზე საჭირო მოთხოვნების საკვლევად და შედგება თანამშრომლობა აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის.

პროექტის კოორდინატორია ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ახალი მოდელების განვითარება ტურიზმის მდგრად მენეჯმენტში (SuToMa)

პროექტი მიზნად ისახავს, დანერგოს და განავითაროს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის მდგრადი მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
პროექტის კოორდინატორია ჟადეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


ადამიანური რესურსებისა და ექსპერტთა შესაძლებლობების განვითარება ადიქტოლოგიის სფეროში ქართული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების და უწყვეტი განათლების მეშვეობით (ADDIGE) 

პროექტი მიზნად ისახავს ადიქტოლოგიის სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის სტიმულირებას და თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დანერგვას. პროექტის მიზანია საბაკალავრო და სამაგისტრო კურიკულუმის შემუშავება და ადიქტოლოგიის სფეროში უწყვეტი განათლების ხელშეწყობით წამალზე დამოკიდებულების პრობლემის შემცირება. 
პროექტის კოორდინატორია კარლის უნივერსიტეტი პრაღაში.


ტემპუსის მე-5 საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები

2012 წელს ტემპუსის მე-5 კონკურსში წარდგენილი პროექტებიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით დაფინანსდა 7 პროექტი, მათ შორის 1 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით.

მასწავლებლის საგანმანათლებლო მრავალენოვანი პროგრამების განვითარება და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში (DIMTEGU)
პროექტი მიზნად ისახავს მრავალენოვანი საგანმანათლებლო რეფორმის ხელშეწყობას საქართველოსა და სომხეთში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო და მრავალენობრივი განათლების თანამედროვე სამაგისტრო და მასწავლებლებისათვის გამიზნული სასერტიფიკატო პროგრამების შექმნა და დანერგვა.
 პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


უმაღლესი განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამა: ლიდერების შექმნა საგანმანათლებლო გარდაქმნების მართვისათვის (MAHATMA)

პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას და ამ გზით უმაღლესი განათლების ინდუსტრიის გაუმჯობესებას.
პროექტის კოორდინატორია სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (სომხეთი).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


ტემპუსის მე-6 საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები

2013 წელს ტემპუსის მე-6 კონკურსში წარდგენილი პროექტებიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით დაფინანსდა 6 პროექტი.

აგანმანათლებლო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა ადამიანური რესურსის მეშვეობით (PEOPLE
პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ზედა და შუა რგოლის მმართველი პირების კომპეტენციის გაძლიერებას პერსონალის მენეჯმენტისა და განვითარების სტრატეგიის მეშვეობით. მისი კონკრეტული მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება, თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების განვითარებისათვის საჭირო სტრატეგიული გეგმის შემუშავება და უნივერსიტეტებში რესურსცენტრების ჩამოყალიბება.
პროექტის კოორდინატორია რუსკულოვის სახელობის ყაზახეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისხელშეწყობა და კულტურული და სტრუქტურული ადაპტაცია (PICASA) 
პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების (სომხეთი, საქართველო, ბელორუსია და უკრაინა) უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების აღიარების ხელშეწყობას სტრუქტურული და კულტურული კომპონენტების ინტერნაციონალიზაციის გათვალისწინებით. პროექტის კონკრეტული მიზნები გულისხმობს საერთაშორისო კომპონენტების ინტეგრირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლების, სწავლის და კვლევით ფუნქციებში, ასევე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში ახლებური უნარების, დამოკიდებულებებისა და ცოდნის იდენტიფიცირებასა და განვითარებას.
პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


უწყვეტი განათლების განვითარების ქსელი სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში (LeAGUe) პროექტი მიზნად ისახავს უმუშევრობის დაძლევას და ინოვაციისადმი სწრაფვის გაღვივებას. პროექტი ადამიანებს ეხმარება თანამედროვე სამუშაო ბაზრისათვის საჭირო უნარების შეძენაში და ახალ, მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებაში. პროექტის კონკრეტული ამოცანაა სამიზნე ჯგუფის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უწყვეტი გადამზადების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენა.
პროექტის კოორდინატორია ლინეიუსის უნივერსიტეტი.


კერძო მეწარმეობის კურსდამთავრებულთა ქსელი (EANA) 
პროექტი გულისხმობს კერძო მეწარმეობის კურსდამთავრებულთა ქსელის ჩამოყალიბებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას 11 უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში. აღნიშნული ქსელი მოემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ამაღლებას სამ ქვეყანაში. პროექტის მიზანია კერძო მეწარმეობასთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბება და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ქსელის დაარსება ექსპერტების, პარტნიორებისა და კომპანიების დახმარებით. სტაჟირებისა და საერთაშორისო დასაქმების სტიმულირების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებში დაუსაქმებლობის აღმოფხვრას.
პროექტის კოორდინატორია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს


ბანერები