GITA
მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB ILIAUNI)
ფაბლაბი - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB ILIAUNI) წარმოადგენს კრეატიული და ინოვაციური იდეების სივრცეს, რომელიც შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
"ფაბლაბი" თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებითა და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. მასზე წვდომა აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს და სამრეწველო პარტნიორებს. ლაბორატორიაში შესაძლებელია, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი ტექნოლოგიური პროდუქტი - ე. წ. სმარტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო მიზნებისათვის. ”ფაბლაბის” მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რაც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. "ფაბლაბი" ორგანიზებას უწევს მაკეთონის ღონისძიებებს და გამომგონებელთა გამოფენებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი გთავაზობთ:
- სასემინარო ფართს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით ციფრული და, ზოგადად, კომპიუტერის ნაწარმისათვის;
- პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას და იდეებზე მუშაობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან და წამყვან მკვლევრებთან ერთად;
- სამუშაო პროცესში პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებას სამრეწველო პროტოტიპების ინოვაციასა და მის მარკეტინგში;
- გადამზადებასა და მონაწილეობის მიღებას ფაბლაბის საქმიანობასა და სემინარებში, მათ შორის, მაკეთონის კონკურსებში.
GameLab ILIAUNI ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პირი შეძლებს ინოვაციური იდეების მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაციას.
GameLab ILIAUNI ღიაა არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც აქვს:
- ინოვაციურ-ტექნოლოგიური იდეები და მათი რეალიზების სურვილი;
- სურვილი, შეიძინოს ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟული პროფესია.
GameLab ILIAUNI-ში მოქმედებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ამ ეტაპზე გთავაზობთ სხვადასხვა დონის და შინაარსის სასერტიფიკატო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:
- გეიმ-დიზაინერი
- ხმის დიზაინერი
- პროგრამისტი
- დეველოპერი
- სთორითელერი
- ლეველ-დიზაინერი
- შემოქმედებითი დირექტორი
- მხატვარი
- 2D არტისტი
- 3D არტისტი
- ანიმატორი
- გეიმ ტესტერ-ანალიტიკოსი
- კონცეპტ-არტისტი