ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰორიზონტი 2020

ჰორიზონტი 2020

ჰორიზონტი 2020 ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო და კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა თუ ინოვაციებსა და საუკეთესო იდეებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს.

ჰორიზონტი 2020 წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო მასშტაბით. ამაში მოიაზრება ეკონომიკური ზრდა და ახალი სამსახურების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჰორიზონტი 2020-ს გააჩნია პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის ლიდერების და ევროკავშირის პარლამენტის წევრების მხრიდან. ევროპის ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის.

ჰორიზონტი 2020-ის ამოცანებია: უზრუნველყოს მსოფლიო კლასის მეცნიერების განვითარება, მოუხსნას ბარიერები ინოვაციას და შექმნას ინოვაციებისათვის ხელსაყრელი გარემო საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით.

NUCLEUS

პროექტი NUCLEUS (New Understanding of Communication, Learning and Engagement in Universities and Scientific Institutions) არის 4-წლიანი და მისი მიზანია ინსტიტუციონალური ბირთვის შექმნა ინოვაციების, შემოქმედებითობისა და სწავლების ახალი მოდელის პილოტირებისათვის, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოების იმ აქტორებს შორის, რომლებიც კვლევისა და ინოვაციების პროცესში ერთმანეთთან თანამშრომლობენ. 

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით კი სამეცნიერო კომუნიკაციის (science communication), სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ეთიკისა და ეკონომიკის თეორიებსა და მეთოდებზე დაყრდნობით, პროექტი დაეხმარება კვლევით ინსტიტუტებს, განჭვრიტონ და შეაფასონ კონკრეტული სამეცნიერო საკითხის ან მიდგომის ეთიკური, საკანონმდებლო და სოციალური შედეგები. 

პროექტი შეიქმნა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) ფარგლებში, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკია გაწევრიანებული 2013 წლიდან. პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან კოორდინირებას გაუწევს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო დვალიძე.

COSMOS2020plus

H2020-ის კონკურსის გამარჯვებული პროექტი COSMOS2020plus კოსმოსის ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP Space) საერთაშორისო ქსელის პროექტია, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საკონტაქტო პირებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გავრცელება კოსმოსის ათვისების საკითხში, გამოცდილების გაზიარება, ტრენინგების ჩატარება, ევროპის ქვეყანებს შორის აღნიშნულ საკითხში თანამშრომლობის გაფართოება და საერთო პროექტების შემუშავება.

კოსმოსის ათვისებას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და უკვე ბევრ ქვეყანას, მათ შორის მცირე ქვეყნებსაც, აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებულ პროექტებში.

აღნიშნულ პროექტში მონაწილე ქვეყნებია: გერმანია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი.

მოცემული კონსორციუმი 10 წელია რაც არსებობს. საქართველო კი მასში პირველად ერთვება.

CHARM-Vis: Chromatin accessibility landscape and transcription changes in recognition memory after visual imprinting in chicks

ხერხემლიან ცხოველებში მეხსიერების ფორმირების მოლეკულური მექანიზმები  არ არის კარგად გასაგები, მიუხედავად მათი დიდი მნიშვნელობისა ნეირომეცნიერებისთვის. პროექტი CHARM-Vis მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს ცვლილებები ქრომატინის ლანდშაფტში და ტრანსკრიპციული აქტივობა მეხსიერების ფორმირების პროტოტიპული მოდელის სისტემაში: ვიზუალური ანაბეჭდი შინაურ წიწილებში.

ვიზუალური ანაბეჭდის დროს ვიზუალურად გულუბრყვილო წიწილები ცნობენ საგანს მასზე ზემოქმედებით. ამ ფენომენის რეპროდუცირება შესაძლებელია მკაცრად გაკონტროლებულ პირობებში, რითაც გთავაზობთ იდეალურ მოდელს მეხსიერების ფორმირების შესასწავლად. კერძოდ, პროექტი ფოკუსირებული იქნება ქრომატინის ლანდშაფტისა და გენის ტრანსკრიფციის ცვლილებების იდენტიფიცირებაზე ქათმის ტვინში ვიზუალური ანაბეჭდის შემდეგ.

ჩვენი დასკვნები საშუალებას მოგვცემს, დავახასიათოთ მეხსიერების ფორმირებაში ჩართული მოლეკულური მექანიზმები მათი პოტენციური ზემოქმედებით ფსიქიკური დაავადებების, განსაკუთრებით ამნეზიების მკურნალობაზე.

ბანერები