ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მე-7 ჩარჩო პროგრამა

მე-7 ჩარჩო პროგრამა

FP7 არის შემოკლებული სახელი კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო-პროგრამისა (the Seventh Framework Programme for Research and Technological Development), რომელიც ევროკავშირისთვის წარმოადგენდა ევროპაში კვლევების დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტს და ხორციელდებოდა 2007-2013 წლებში. მისი ბიუჯეტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ევრო.

მონაწილეობის მიღება შეეძლოთ კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს, ფართო სპექტრის ორგანიზაციებს და კერძო პირებს, მცირე და საშუალო ბიზნესსა და მსხვილ კომპანიებს. ასევე ნებისმიერი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის" უფლება იყო მონაწილეობის მიღება, მაგრამ მათთვის არსებობდა განსხვავებული წესები.

როგორც წესი, FP7-ში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ ქვეყანას, კერძოდ:

  •  ევროკავშირის 27 წევრ და ასოცირებულ ქვეყნებს (AC)
  • კანდიდატ ქვეყნებს
  • მესამე ქვეყნებს

მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა ხშირად მკაფიო წახალისება იყო.

ANTHRAX ENVIRONMENTAL DECONTAMINATION NETWORK or ‘AEDNet’ 

ჯილეხი გამოწვეულია ბაქტერიული ბაცილით, რომელიც ძირითადად ვრცელდება ცხოველებში და ხდება ადამიანის ინფიცირება მათთან უშუალო ან არაპირდაპირი კონტაქტით. მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია, ეს დაავადება კვლავ რჩება მწვავე საკითხად, რაც გამოწვეულია ვეტ. ობიექტებისა და ვაქცინაციის სიმცირით. ხშირ შემთხვევაში ხდება ინფიცირებულ ცხოველთა მიწაში ჩამარხვა, რაც უფრო აბინძურებს გარემოს და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.
პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული ბაქტერიების მოსპობა, რაც შეამცირებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს. კერძოდ კი, შეიქმნება ფაგები (ბუნებრივი ბაქტერიები), რაც გამოიწვევს სპორების შემცირებას.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მსგავსი პროექტი დაფინანსდა, მაინც არ არის შექმნილი გამოცდილების გაზიარების სისტემა. ეს პროექტი ემსახურება სწორედ იმას, რომ მკვლევრებმა მეზობელი ქვეყნებიდან შეძლონ გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი კვლევების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა აღნიშნულ პრობლემაზე.

2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ეგიდით დაფინანსდა შემდეგი პროექტი:

ჯაჭვური რეაქცია: კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ბუნებისმეტყველების სწავლებაში Chain Reaction: A Sustainable Approach to Inquiry Based Science Education
პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და ხელშეწყობა კონსორციუმის წევრ ქვეყნებში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას და მასწავლებლების გადამზადებას ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები როგორც ჩვენი მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის. პედაგოგები შეძლებენ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან გასაუბრებას, აზრთა გაცვლას და პროფესიულ საკითხებზე მსჯელობას, მოსწავლეები კი თანატოლებთან ურთიერთობით საინტერესო გამოცდილებას შეიძენენ. 

პროექტის ოფიციალური დაწყების თარიღია 2013 წლის 1-ლი ივნისი. განხორციელებისათვის გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 3 600 000 ევროს. 

პროექტის კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული. 
1.შეფელდის უნივერსიტეტი, ინგლისი - კოორდინატორი
2.ნეაპოლის უნივერსიტეტი, იტალია
3.მათეი ბელ უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
4.TED უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი
5.პლოვდივის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
6.საერთაშორისო განათლების ცენტრი, საფრანგეთი
7.ლუბლიანის უნივერსიტეტი, სლოვენია
8.ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია
9.კრეტის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
10.ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
11.იორდანიის სამეცნიერო კვლევის საზოგადოება, იორდანია
12.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

საქართველოდან პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე. 

 



ბანერები