სამუშაო შეხვედრა „ინსპირაციის სკოლა“
ახალი ამბები
21-23 მარტს დედოფლისწყაროს უნივერსიტეტის ბაზაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დეპარტამენტისა და განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ინსპირაციის სკოლა“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის I-V კურსის სტუდენტები.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშების გამოყენებით სტუდენტებმა შექმნეს მიზნობრივი სამაგიდო თამაშები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სასკოლო პრაქტიკის დროს.
სტუდენტებს ჩაუტარეს მასტერკლასები:
„ნოვაციური გაკვეთილის ძალა“ − ხათუნა რაზმაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებული, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
„კარგი გაკვეთილი არ არსებობს?!“ − გიორგი ლიპარიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის ფინალისტი, მეექვსე საავტორო, მილენიუმისა და გურამ დოჩანაშვილის სკოლების ხელოვნების მასწავლებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული.
სამუშაო შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა განათლების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე.
2025