ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025.

ფორუმი გააერთიანებს წამყვან დამსაქმებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს პროფესიული ურთიერთობის, თანამშრომლობისა და კარიერული განვითარებისთვის.

ფორუმის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნოს ინფორმაცია შრომის ბაზრის აქტუალურ ტენდენციებზე, გააძლიეროს უნივერსიტეტსა და დამსაქმებელთა შორის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ ინტეგრაციას.

ფორუმის თემატური ზონები:

Job Fair | T101 აუდიტორია

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრა წამყვან დამსაქმებლებთან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სტაჟირებისა და დასაქმების შეთავაზებებს, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და დაამყარონ პროფესიული კავშირები.

Networking Space | ილიაუნის ეზო - საშობაო სოფელი

სპეციალურად მოწყობილი სივრცე არაფორმალური ურთიერთობისთვის. დამსაქმებლებისა და სტუდენტების შეხვედრა გაგრძელდება უშუალო ატმოსფეროში ყავით, ჩაით, მსუბუქი სასმელებითა და მცირე აქტივობებით.

LevelUp Talks | T102 დარბაზი

ილიაუნის კურსდამთავრებულებისა და მომხსენებლების საუბრები კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე.

Photo Zone | T კორპუსის ფოიე

სპეციალურად მოწყობილი სივრცე სტუდენტებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული ფოტოების გადაღება CV-სა და LinkedIn პროფილებისთვის.

თარიღი: 19 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T101 აუდიტორია, T102 დარბაზი, ილიაუნის ეზო - საშობაო სოფელი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

2025

ბანერები