ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი კარიერული განვითარების ვორკშოპები

ღონისძიებები

3 ივნისს, 17:00-დან 20:00 საათის ჩათვლით, ვაკის პარკში HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი.

გარდა დამსაქმებლებთან შეხვედრისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით ვაკის პარკში მოსულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ აკადემიური წერის ცენტრის ვორკშოპების კარავს.

აკადემიური წერის ცენტრის ვორკშოპები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

  • 3 ივნისი, 17:00 საათი – როგორ შევადგინოთ CV და რეზიუმე

           ვორკშოპს გაუძღვებიან ლექტორები – ნინო დონაძე, შალვა ბერიანიძე.

  • 3 ივნისი, 18:00 საათი – როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

           ვორკშოპს გაუძღვებიან ლექტორები – მარიამ იაშვილი,
           ანდრია თურვანდიშვილი.

  • 3 ივნისი, 19:00 საათი – როგორ მოვემზადოთ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის

           ვორკშოპს გაუძღვებიან ლექტორები – მარიამ კვერღელიძე,
           დეა მაღალაშვილი.

კარიერული განვითარების ვორკშოპებზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია.

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ.

დრო: 3 ივნისი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი

2022 წელი

ბანერები