ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე

ღონისძიებები

წელს ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ფიზიკური ფორმატით ვაკის პარკში.

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

HR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის.

ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 70-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი.

ვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

3 ივნისს HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე მოსულ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გარდა დამსაქმებლებთან შეხვედრისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით შეგეძლებათ ეწვიოთ:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, სადაც შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კარიერული განვითარების პრაქტიკულ ვორკშოპებში – იხ. ინფორმაცია ვრცლად;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრს, სადაც გაეცნობით ინფორმაციას ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ.

ფესტივალში მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

დრო: 3 ივნისი, 17:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი

2022 წელი

ბანერები