ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

27 ივნისს, 13:00-ზე, E207 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდებიან ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. მისი მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა. სააგენტოს სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებლები, პოტენციური შრომითი მიგრანტები და დამსაქმებლები.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციები:

  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების განხორციელება;
  • შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მართვა და ანალიზი;
  • შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას სააგენტოს სერვისების შესახებ:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები გამიზნულია, რომ პირს დაეხმაროს დამსაქმებელთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ინდივიდუალური თვისებებისა და შრომის ბაზრის რეალური სიტუაციის გათვალისწინებით;
  • პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა – პროცესი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელს, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც სჭირდება პროფესიულ მომავალთან დაკავშირებული არჩევანის გასაკეთებლად და გადაწყვეტილებათა მისაღებად;
  • საშუამავლო მომსახურება – ვაკანსიის შესაფერისი კადრის მოძიება/ შერჩევა (ერთი კვირის ვადაში) და მონაცემების დამსაქმებლისთვის მიწოდება;
  • მხარდაჭერითი დასაქმების სერვისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის – მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა;
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება – პოტენციურ კანდიდატთა არჩევის ან სასურველი სამუშაო ადგილის მოსაძიებლად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელ დამსაქმებელთა და რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების ორგანიზებული, მასობრივი შეხვედრა/გასაუბრება.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/Fhng9MzmfcYHaUKQ8

დრო: 27 ივნისი, 13:00 სთ

ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E 207 აუდიტორია

სამუშაო ენა: ქართული

2023 წელი

 

ბანერები