ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა დამსაქმებელთან AACC - Business Process Solutions

ღონისძიებები

22 მაისს, 12:00 საათზე, T102 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტების შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიასთან AACC - Business Process Solutions.

შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი მირანდა გაბუნია გააცნობს საკონსულტაციო კომპანიის პარტნიორი კომპანიების (AACC, LTD Sharm Trading, LTD Supta Sakhli, VITRA Georgia, GDCC, Shaba logistics) ვაკანსიებს.

შეხვედრაზე საუბარი იქნება კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

  • მოლაპარაკების პროცესი გასაუბრებისას, რა უნდა გაითვალისწინოთ სამუშაოს მაძიებელმა;
  • რაზე ამახვილებს ყურადღებას კომპანია გასაუბრებისას;
  •  რა დისკუსია უნდა წარვმართოთ კომპანიასთან გასაუბრებისას, კითხვები, შინაარსი და სხვ.;
  • სტაჟირების კონტრაქტი Vs შრომის კონტრაქტი, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, სანამ კონტრაქტს გაგიფორმებენ;
  •  გამოსაცდელი ვადის მნიშვნელობა – რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ;
  • იურიდიული საკითხები, რომლებზეც წინასწარ უნდა იყოთ ინფორმირებული, სანამ კომპანიასთან გააფორმებთ რამე სიტყვიერ თუ წერილობით შეთანხმებას.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ „სუფთა სახლის“ მიერ შემოთავაზებულ საავტორო მენტორშიფის პროგრამას, რომელსაც წარადგენს კომპანიის გაყიდვების დირექტორი მაკა კავთელაძე.

პროგრამა კარიერული მენტორშიფის ფარგლებში სტუდენტებს პირველი კურსიდანვე მიეცემათ საშუალება, გაიარონ დარგობრივი მენტორშიფი კომპანიის მენეჯმენტსა და ადმინისტრაციაში შემდეგ დეპარტამენტებში:

  • ადამიანური რესურსების მართვა
  • მარკეტინგი
  • გაყიდვები
  • ელექტრონული კომუნიკაცია
  • ფინანსები
  • სამართალი
  • ბიზნესის განვითარება

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/E7AhHpFmwqQnY2og8

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: T 102 საკონფერენციო დარბაზი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)

2023

ბანერები