შემეცნებითი ბანაკი სტუდენტებისთვის „უნივერსიტეტის როლი თანამედროვე მსოფლიოში“
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი იწვევს სტუდენტებს საგანმანათლებლო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
ბანაკი მოეწყობა ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე. მთავარი თემა: „უნივერსიტეტის როლი თანამედროვე მსოფლიოში“.
რა დაგხვდება ბანაკში?
- დისკუსიები უნივერსიტეტის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში;
- რეალური გამოწვევების ანალიზი და სტუდენტური ინიციატივების განვითარება;
- სამუშაო შეხვედრები პროფესორებთან და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან;
- გამოცდილების გაცვლა სტუდენტებს შორის.
ბანაკი უნიკალური შესაძლებლობაა, უკეთ გაერკვე თანამედროვე პროცესებში, აღმოაჩინო საინტერესო პერსპექტივები და განივითარო კრიტიკული აზროვნების უნარი.
მონაწილეობისთვის საჭიროა სამოტივაციო წერილის გამოგზავნა, რომელშიც მოკლედ წარმოადგენ, რატომ გაინტერესებს ეს თემა და რა მოლოდინი გაქვს ბანაკისგან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი
ბანაკის ჩატარების თარიღები:
- I ნაკადი − 4-6 აპრილი, 2025
- II ნაკადი − 11-13 აპრილი, 2025
- III ნაკადი − 2-4 მაისი, 2025
გაიგე მეტი, იფიქრე, იმოქმედე!
სამოტივაციო წერილი (250-300 სიტყვა)
სამოტივაციო წერილში გთხოვ, ისაუბრო, რა არის შენი მიზანი:
- რატომ გსურს მონაწილეობა საგანმანათლებლო ბანაკში „უნივერსიტეტის როლი თანამედროვე მსოფლიოში“?
- რა გაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას (დისკუსიები, თემები, სამუშაო შეხვედრები)?
პიროვნული და აკადემიური განვითარება:
- როგორ უკავშირდება ბანაკის თემა შენი პიროვნული, აკადემიური და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას?
- როგორ ფიქრობ, ბანაკში მონაწილეობა დაგეხმარება თანამედროვე გამოწვევების გააზრებაში და სტუდენტური საზოგადოების გაძლიერებაში?
წვლილი:
- როგორ შეძლებ გამოიყენო შენი გამოცდილება, იდეები და ხედვა ბანაკის დისკუსიების მეტი პროდუქტიულობისთვის?
- გაქვს საზოგადოებრივი, სტუდენტური ან აკადემიური ინიციატივების განხორციელებაში აქტიურად ჩართვის გამოცდილება? მოგვიყევი კონკრეტული მაგალითის შესახებ.
- როგორ ხედავ შენს როლს უნივერსიტეტის სტუდენტურ საზოგადოებაში და როგორ გამოიყენებ ბანაკში მიღებულ ცოდნას?
გაითვალისწინე: სამოტივაციო წერილი უნდა იყოს კონკრეტული და არგუმენტირებული, ნათლად უნდა ჩანდეს შენი ხედვა და მოტივაცია.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/SZY67niQJL6HwkWQA
2025