ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ლიგა დაიწყო! 2023-24 წწ. სეზონი

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონი დაიწყო.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესიული გუნდი MFC ILIAUNI საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეექვსე სეზონს ატარებს.

პირველ ნოემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე ილიაუნის გუნდი ქუთაისის გუნდს დაუპირისპირდება. თამაშს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ გუნდების პირდაპირი კონკურენცია სძენს. ორივე გუნდი პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის.

სეზონის წინ, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ჩვენი გუნდი გადახალისდა – დაგვტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, პარალელურად დაგვემატნენ გამოცდილი მოთამაშეები.

გუნდის შემადგენლობა:

  • ნიკა გვაზავა (c)
  • დავით თაბაგარი (vc)
  • ლაშა კურტანიძე
  • გიორგი ტიკურიშვილი
  • გურამ ბალხამიშვილი (GK)
  • რომან კუხიანიძე
  • გიორგი დიაკვნიშვილი
  • გიორგი ქურხული
  • ბორის ესებუა
  • თორნიკე ქართველიშვილი
  • ნიკა ჩალაძე
  • თემო გაბეხაძე (GK)
  • Olukoya Shola Tayo
  • ლუკა ნაყოფია
  • ბაჩა კალანდაძე

მთავარი მწვრთნელი ალიკ სარქისიანი
კლუბის პრეზიდენტი კახა კაპანაძე

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

უგულშემატკივრე შენს გუნდს!

2023

ბანერები