ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პადელის შესახებ

ახალი ამბები

გაინტერესებს სპორტის ახალი სახეობა, რომელიც, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

13 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

პადელი სწაფად მზარდი, შედარებით ახალი საჩოგნო სახეობაა, რომელსაც წყვილები თამაშობენ. მისი მოკლე დროში მოპოვებული პოპულარობის საიდუმლო ისაა, რომ განკუთვნილია ყველასთვის და მისი შესწავლა ადვილია!

შეხვედრაზე პადელის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ თემებზე:

  • პადელის ისტორია და პოპულარობა მსოფლიოში
  • პადელის ისტორია და პოპულარობა საქართველოში
  • პადელის პოტენციალი
  • ინფორმაცია სპორტის ამ სახეობის შესახებ – ვიზუალური მასალა (ფოტო; ვიდეო)

ინფორმაცია არსებული კლუბებისა და ტურნირების შესახებ

გეგმები

  • მწვრთნელები და მსაჯები
  • საერთაშორისო ტურნირები
  • უნივერსიტეტთამონაწილეობის მნიშვნელობა

პადელის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდი: https://bit.ly/3yIS0h4

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/ZuzkFzPHShdeRRsd9

დრო: 13 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია

2024

 

ბანერები