ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „როგორ განვავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად და შედეგიანად“

ღონისძიებები

13 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის "Level UP" ფარგლებში პირველ ლექციას წაიკითხავს ილიაუნის ლექტორი, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, კარიერისა და HR ბრენდინგის ექსპერტი და ტრენერი ნატალია ვართანოვა.

ლექციის თემები:

შეფასება: როგორ გავაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები და როგორ მივმართოთ სწორად კარიერული განვითარებისკენ

უნარ-ჩვევები: შრომის ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელი უნარების განვითარება

ლექციაზე დასწრების მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/Z1kbo3T7Y269LvUBA

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 13 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2025

ბანერები