ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „ ქართველი ახალგაზრდების ძალა გაეროში“

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის დებატების კლუბის ინიციატივით ესმა გუმბერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართველი ახალგაზრდების ძალა გაეროში“.

მომხსენებლის შესახებ

ესმა გუმბერიძე, ბლოგერი, ქალთა, შშმ პირთა და სოციალური უფლებების დამცველი, სამოქალაქო ჟურნალისტი, სამართლის ბაკალავრი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ამჟამინდელი წარმომადგენელია. იგი აქტიური მოხალისეა როგორც შშმ ქალთა ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში ( თანადამფუძნებლის რანგში), ასევე ჰელფინგ ჰენდის ონლაინრადიო „ჩემს ხმაზე“ გადაცემის „ჰორიზონტს მიღმა“ ავტორი. საზოგადოებრივ საწყისებზე საქმიანობს სახალხო დამცველთან არსებულ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის საბჭოში. იგი თანატოლგანმანათლებლურ და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო საქმიანობას ეწევა ევროკომისიის პროექტ EU Neighbors East-ის ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელი ელჩის პოზიციაზე. მართავს ტრენინგებს კარიერის დაგეგმვასა და სივის/სამოტივაციო წერილის შედგენის შესახებ.

 

 დრო: 23 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები