ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის Level UP მესამე ლექცია

ღონისძიებები

26 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში, პროექტის Level UP ფარგლებში მესამე ლექციას წაიკითხავს ილიაუნის მოწვეული ლექტორი სულხან სახვაძე.

ლექციის თემებია:

  • LinkedIn-ის ეფექტური გამოყენება
  • საკუთარი თავის წარმოჩენა პროფესიულ სივრცეში

შეხვედრაზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული იმიჯის სწორად ფორმირებისა და ციფრულ კარიერულ პლატფორმებზე საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის შესახებ.

სულხან სახვაძე არის Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და პროდუქტის მთავარი ოფიცერი (CPO), TBC ბანკის თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის პარტნიორი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და BTU-ს მოწვეული ლექტორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 26 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2025

 

 

 

 

ბანერები