ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პაშა ბანკისა და AWork წარმომადგენელთა შეხვედრა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან

ღონისძიებები

16 მაისს, 12:00-დან 13:30 საათამდე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება პაშა ბანკი/რებანკისა და დასაქმების პირველი ქართული აპლიკაციის AWork წარმომადგენელთა შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.

მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის საერთაშორისო წარმომადგენელი „პაშა ბანკი საქართველო“ კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია. 2019 წლიდან ბანკმა საცალო მიმართულებით გააფართოვა ბიზნესი და ამ სეგმენტს ახლა უკვე მისი ქვებრენდის რე | ბანკის მეშვეობით ემსახურება.

„პაშა ბანკი საქართველო", თავის მხრივ, მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის ნაწილი და კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია.

ევორქი, ტექნოლოგიური სტარტაპი და დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2022 წლის 1-ელი ივლისიდან. დღეს ევორქი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი დასაქმების ციფრული ეკოსისტემაა, რომელსაც ათი ათასობით რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი, ასეულობით პარტნიორი კომპანია და ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავს.

შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • კარიერის მნიშვნელობა და მნიშვნელოვნება
  • კარიერული წარმატებისთვის საჭირო რესურსები
  • რეზიუმეს სწორად შედგენის პრინციპები
  • გასაუბრებისთვის მზადებისას გასათვალისწინებელი დეტალები
  • ტექნოლოგიების როლი კარიერულ განვითარებაში

დამსწრეთ საშუალება ექნებათ, გაეცნონ კომპანიების მიმდინარე ვაკანსიებს და სტაჟირებებს სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 90 წუთი

მომხსენებლები:

  • ელენე ჭაბუკიანი, პაშა ბანკისა და რე|ბანკის ტალანტების მოზიდვისა და განვითარების ოფიცერი
  • გიორგი რაზმაძე, AWORK- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი


სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3p7fQ11

დრო: 16 მაისი, 12:00-13:30 სთ

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები