ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პაპილომა ვირუსი და მისი პრევენცია - საინფორმაციო შეხვედრა და ვაქცინაცია

ახალი ამბები

24 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პაპილომა ვირუსისა და მისი პრევენციის შესახებ.

უნივერსიტეტში, სპეციალურად მოწყობილ მობილურ ჯიხურებში, კი პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება ვაქცინაცია.

ვაქცინაცია უფასოა, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით.

საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის კამპანია მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და ყველა დაინტერესებული პირი გაეცნოს ინფორმაციას ადამიანის პაპილომა ვირუსის, მისი მძიმე გართულებებისა და პრევენციის მეთოდების (მათ შორის სკრინინგისა და ვაქცინაციის სერვისების) შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილენი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად.

სტუდენტები, ისევე როგორც აკადემიური პერსონალის ნაწილი, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამების პოტენციური ბენეფიციარები არიან.

ადამიანის პაპილომა ვირუსები საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება, რადგან ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებზე მიმართვიანობა დაბალია. შედეგები აისახება ეროვნულ სტატისტიკურ მონაცემებშიც – ყოველწლიურად პაპილომა ვირუსებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოთი საქართველოში საშუალოდ 200 ქალი იღუპება.

დაბალია ინფორმირებულობა ვაჟებში პაპილომა ვირუსებით გამოწვეულ მძიმე გართულებათა და პრევენციულ ღონისძიებათა შედეგების შესახებაც.

ამჟამად საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით ხელმისაწვდომია 10-46 წლის ქალებისა და 10-26 წლის კაცებისთვის.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

2024

ბანერები