ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

"Mistore" და "iTechnics" - შეხვედრა დამსაქმებელთან

ღონისძიებები

28 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანიების Mistore და iTechnics HR წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციასა და რჩევებს კარიერული განვითარების შესახებ, ასევე კომპანიების მიერ შემოთავაზებულ სტაჟირების პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:

  • შესყიდვები
  • მარგების მართვა
  • ფილიალის მართვა
  • HR ადმინისტრირება
  • HR რეკრუიტინგი
  • HR ბრენდინგი და ტალანტების მოზიდვა
  • HR კვლევები
  • PR - საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • სოციალური მედიის მართვა
  • ციფრული მარკეტინგი
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი/მართვა
  • გრაფიკული დიზაინი
  • ორგანიზაციის მართვა
  • ვებგვერდის მართვა
  • ვიდეოგადაღება/ვიდეოედითინგი

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/iHmerGQUh8RrZ3AB7

დრო: 28 მარტი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის E207 აუდიტორია

სამუშაო ენა: ქართული

2023 წელი

 

ბანერები