ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება ფუტსალის ნაკრებში - 2023

ახალი ამბები

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს მიღებას ილიაუნის ფუტსალის ნაკრებში.

შერჩეული მოთამაშეები ივარჯიშებენ ილიაუნის გუნდებთან ერთად და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეჯიბრებაში.

ილიაუნის გუნდები მონაწილეობენ როგორც საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგასა და ფუტსალის ლიგა 2-ში, ასევე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ გამართულ ჩემპიონატებში.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდეთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, F105 ოთახში.

2023 წელი

 

ბანერები