ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

MFC KUTAISI 4-8 MFC ILIAUNI. ფუტსალის ლიგა 2023/24 წწ. XI ტური

ღონისძიებები

გრძელდება საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონი ზამთრის შესვენების შემდეგ. 24 იანვარს ჩვენმა გუნდმა გასვლითი მატჩი ქუთაისში ადგილობრივ გუნდთან გამართა. საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლაში ქუთაისის გუნდი ილიაუნის პირდაპირი კონკურენტია. პირველ წრეში თბილისში შევძელით ანგარიშით 4-1 გამარჯვება (t.ly/XOzLw) და უპირატესობა მოვიპოვეთ.

MFC KUTAISI 4-8 MFC ILIAUNI (t.ly/jgpGu)

თამაში დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მაყურებელმა სულ 12 გატანილი გოლი და არაერთი მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი იხილა. საბოლოოდ კი მატჩი ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 8-4, დასრულდა.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ ჩვენი გუნდის მიმდინარე სეზონის ახალწვეული გიორგი ქურხული, რომელმაც სეზონში უკვე მეორე პოკერი შეასრულა და 4 გოლის გატანა შეძლო. მატჩის პირველი, ასევე ბოლო გოლი ლაშა კურტანიძის სახელზეა. მეორე ტაიმი სანახაობრივად ჩაატარა ნიკა ჩალაძემ, რომელმაც დუბი შეასრულა და მოწინააღმდეგე გუნდის მუხტზე უარყოფითად იმოქმედა.

ამ შედეგით ჩვენმა გუნდმა 13 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს (ქუთაისს) 11 ქულით უსწრებს. საპლეიოფო საგზურის მოსაპოვებლად ქუთაისის გუნდთან გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მომდევნო მატჩი კავკასიის უნივერსიტეტის გუნდთან გაიმართება 29 იანვარს, 17:00 საათზე.

წარმატებები ჩვენს გუნდს!

2024

 

 

ბანერები