ინსპირაციის სკოლა 2025 – შემოქმედებითი განათლების უნიკალური გამოცდილება
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და განათლების სკოლა გიწვევთ ინსპირაციის სკოლა 2025-ში მონაწილეობის მისაღებად.
სამდღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა მონაწილეებს საშუალებას გაძლევთ, განივითაროთ შემოქმედებითი აზროვნება, სწავლების უნარი და შეიძინოთ ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების პრაქტიკული გამოცდილება.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
განათლების სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-IV კლასების) პროგრამის სტუდენტებს.
ძირითადი თემატიკა
ვიზუალური ხელოვნების ვორკშოპი „მშობლებო, ეს ხელოვნებაა!“
- დუდლინგი – როგორ გამოვიყენოთ ის, როგორც ვიზუალური თხრობის საშუალება;
- ფოტო/ვიდეოარქივის კრეატიული შემოქმედებითი გამოყენება – როგორ დავინახოთ ხელოვნება ყოველდღიურობაში;
- ანიმაცია და კომიქსი – როგორ გამოვიყენოთ ვიზუალური თხრობის ახალი ფორმები.
მათემატიკის ინოვაციური ვორკშოპი „კრეატიული გაკვეთილის ძალა“
- ინტერაქციული საგაკვეთილო აქტივობების შექმნა;
- მათემატიკის ინტეგრირება კრეატიულ სწავლებაში;
- ხელნაკეთი წიგნის, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის, შექმნა.
სწავლებაზე ფოკუსირებული ვორკშოპი „არსებობს კარგი გაკვეთილი?!“
- ინოვაციური სასწავლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- მოსწავლეებთან ინტერაქციისა და სწავლების უნარების გაძლიერება;
- სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობა.
სკოლის თარიღები: 21-23 მარტი, 2025
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა
მონაწილეთა შერჩევა
შეირჩევა 25 სტუდენტი განაცხადისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 მარტი, 2025
დარეგისტრირდით ახლავე და მიიღეთ მონაწილეობა ინსპირაციის სკოლაში!
სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/qxbHdi78g92L9K897
2025