ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი HR.HUB-ის კარიერის ფესტივალზე

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 14:00-18:00 საათზე, HR.HUB ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში გამართავს კარიერის მასშტაბურ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდება მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე კომპანია.

კარიერის ფესტივალის სლოგანია „შეხვდი ახალ წელს ახალი სამსახურით“.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://bit.ly/3EUp70I 

  • ვაკანსიების ჩამონათვალს გაეცანი ბმულზე: https://sfero.ge/

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალთან დაკავშირებით

ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნება, შეხვდე და გაესაუბრო კომპანიის HR მენეჯერებს.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველთ. კანდიდატები კი შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ, გაიაროთ კარიერული კონსულტაციები ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს სივრცეში.  ქოუჩები მზად არიან, თქვენს შეკითხვებს უპასუხონ და მოგცენ რჩევები.

ადგილზე დაგხვდებათ კარიერის კუთხე, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბრებიან და გამოცდილებას გაუზიარებენ.

დრო: 10 დეკემბერი, 14:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში (მის.: მერაბ კოსტავას N14)

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების სერვისები, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

2022 წელი

ბანერები