ილიაუნის კალათბურთის გუნდი სტუდენტურ ლიგის ფინალშია
ღონისძიებები
19 დეკემბერს 13:30 საათზე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი სტუდენტური ლიგის ფინალში ითამაშებს, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.
30 ნოემბერს დაიწყო კალათბურთის სტუდენტური B ლიგა, რომელშიც სულ 16 გუნდი ასპარეზობს.
ილიაუნის გუნდმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
მეოთხედფინალში ილიაუნის გუნდი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და აღნიშნულ შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა, რითაც ნახევარფილნაში გავიდა.
ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ილიაუნის მეტოქე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 100-49 დაამარცხა და ფინალური ეტაპაის საგზური მოიპოვა.
ფინალური მატჩი გაიმართება ხვალ 13:30 საათზე საკალათბურთო კლუბ აკადემიის დარბაზში, მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა.
დეტალური ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/eiGQV
ილიაუნის გუნდის შემადგენლობა:
- ნიკოლოზ ბიძინაშვილი
- ნიკოლოზ გიგაშვილი
- გიორგი მიროტაძე
- ნიკოლოზ ანანოვი
- ერეკლე კრავიშვილი
- დათა გიგუაშვილი
- კახაბერ დავითულიანი
- გიგი დოლიძე
- ირაკლი ბაჩილავა
- ნიკოლოზ ჯგერენაია
- კახაბერ ბაღათურია
- ნიკა გელაშვილი
- ლუკა არაბიძე
- ირაკლი მიქიაშვილი
- დემური აბდელანი
მთავარი მწვრთნელი - დავით ეძგვერაძე
გუნდის მენეჯერი: დავით თაბაგარი
გელოდებით გულშემატკივრებს, ერთად ვუქომაგოთ ილიაუნის კალათბურთის გუნდს.
2023