ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის კალათბურთის გუნდი სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობს

ახალი ამბები

30 ნოემბერს დაიწყო კალათბურთის სტუდენტური B ლიგა, რომელშიც ასპარეზობს სულ 16 გუნდი, განაწილებული 4 ჯგუფში.

ილიაუნის ჯგუფში არიან: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.

ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი სდასუ-სთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, მეორე მატჩში კი ბსუ-ს დაუპირისპირდა და 93-71 იმარჯვა.

ილიაუნი 2 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ჩვენი გუნდი მესამე მატჩს 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართავს.

თამაშები ჩატარდება საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ დარბაზში, მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა

2023

 

 

ბანერები