ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნი ევროპის უნივერსიტეტთან ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს გამართავს

ღონისძიებები

ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდი 8 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს გამართავს. ფინალში მოსახვედრად ჩვენი გუნდი ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება.

ნახევარფინალური სერიის პირველი დაპირისპირება დაძაბულ თამაშში ევროპის უნივერსიტეტის მინიმალური უპირატესობით 5-4 დასრულდა. ფინალის საგზურისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე გრძელდება.

EU-მ მიმდინარე სეზონში გამართულ შეხვედრებში წონასწორობა აღადგინა და ახლა ორივე გუნდს ორ-ორი მოგება გვაქვს.

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წწ. სეზონის ნახევარფინალში სწორედ ევროპის უნივერსიტეტს შევხვდით და პირველ დაპირისპირებაშიც მეტოქემ გამარჯვების გოლი ბოლო წამებზე გაგვიტანა. ამის მიუხედავად, სერიაში წონასწორობის აღდგენა და ფინალში გასვლა მაინც შევძელით, 8 მაისს ჩვენი გუნდი ეცდება ისტორია გაიმეოროს.

ილიაუნი 2 ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად განმეორებით მატჩში გამარჯვება აუცილებელია. ჩვენს გუნდს ამ ბრძოლაში გულშემატკივარი განსაკუთრებით სჭირდება.

განმეორებითი მატჩი ილიაუნსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის 8 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის.: უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა.: https://bit.ly/39IJ8vr) გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ხელმისაწვდომი იქნება ლიგის ოფიციალურ იუთუბარხზე: https://bit.ly/3vdRT8Y

ფუტსალის ლიგა 2-ის ფეისბუქგვერდზე: https://bit.ly/3ygD3Al.

ერთად ვუგულშემატკივროთ ილიაუნის გუნდს.

2022 წელი

ბანერები