ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გასვლითი ვორკშოპების სერია: სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა, პროცესის ეფექტურობა და მასში სტუდენტების ჩართულობა

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში გეგმავს 2-დღიანი გასვლითი ვორკშოპების სერიას – საუნივერსიტეტო საზოგადოების (სტუდენტების, ლექტორების, პროფესორების) სამუშაო შეხვედრებსა და სესიებს, კონცენტრირებულს სტუდენტური საცხოვრებლის ირგვლივ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

  • სტუდენტთა წარმომადგენლობის ფორმირება და მისი მონაწილეობის უზრუნველყოფა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოში;
  • სტუდენტურ საცხოვრებელში ბინადრობის უფლების მოპოვების კრიტერიუმები და პრიორიტეტები;
  • სტუდენტური საცხოვრებლის შიდაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელი სივრცეები;
  • სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის წინასწარი გეგმა-გრაფიკი;
  • სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროცესის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ფორმატი (ინტენსივობა, საკომუნიკაციო არხები და საშუალებები).

ვორკშოპების სერია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე.

მასში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

ვორკშოპში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 თებერვალი, 2023

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: shorturl.at/nqX02

სამუშაო ენა: ქართული

ამასთან 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში იგეგმება სტუდენტური საცხოვრებლის საკითხზე შიდასაუნივერსიტეტო კვლევა, რომელშიც ყველა სტუდენტს ექნება მონაწილეობისა და აზრის გამოთქმის საშუალება. სამუშაო ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება სემესტრის განახლების შემდეგაც.

2023 წელი

ბანერები