ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – XV ტური – თსუ vs ილიაუნი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი მართავს საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მესამე წრის შეხვედრებს. ჩვენმა გუნდმა XV ტურის მატჩი 14 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართა.

თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ილიაუნის გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე ჩვენი გუნდის ახალწვეულმა, თორნიკე ქართველიშვილმა გახსნა და შორიდან ძლიერი დარტყმით სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. პირველი ტაიმის მიწურულს საბა მაჩიტიძემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ტაიმი ფრედ, 1:1, დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისში (22:34') ომარ ასაშვილმა მოახერხა ილიაუნის დაწინაურება (2:1). თამაშის ბოლომდე ჩვენმა მეკარემ, გურამ ბალხამიშვილმა არაერთი სახიფათო დარტყმის მოგერიება შეძლო. მატჩის დასასრულს ლაშა კურტანიძემ (37:51') და ბექა ონიანმა (39:04') კიდევ 2 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს (4:1).

მატჩის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: t.ly/hgb2

მატჩის სრული ჩანაწერი: t.ly/SHd4

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც ლიგის საუკეთესო 6 გუნდი ერთმანეთს პლეიოფში შეხვედება და ჩემპიონის სტატუსისთვის იბრძოლებს.

2023 წელი

ბანერები