ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფუტსალის უმაღლესი ლიგა – X ტური

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეორე წრის შეხვედრებს მართავს. X ტურში დავუპირისპირდებით თავდაცვის სამინისტროს გუნდს „არმია“.

გუნდების სათამაშო ფორმა ასეთია: MFC ILIAUNI-ის ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული, ამას ემატება ერთი მოგება და 3 ყაიმი. „არმიის“ სერია კი შემდეგია: 2 მოგება, 2 წაგება და 1 ყაიმი.

ილიაუნის გუნდსა და „არმიას“ შორის მატჩი 9 დეკემბერს, პარასკევს, 12:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

Google Map: https://bit.ly/3S84dk9

თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

უგულშემატკივრე შენს გუნდს!

2022 წელი

ბანერები