ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფუტსალის ლიგა. XIII ტური. Tsalenjikha Vs MFC ILIAUNI

ახალი ამბები

გრძელდება საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონი ზამთრის სანაკრებო პაუზის შემდეგ.

საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში 8 გუნდი მონაწილეობს. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ექვსეული გადის საპლეიოფო ეტაპზე. ჩვენი გუნდის მიზანი სწორედ ექვსეულში მოხვედრა და საპლეიოფო საგზურის მოპოვებაა.

22 თებერვალს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე ილიაუნი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ გუნდ „წალენჯიხას“ დაუპირისპირდება. პირველი წრის მატჩი ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 3-2, დასრულდა (თამაშის ოქმი: t.ly/1EycH).

მოწინააღმდეგე გუნდს 9 ქულით ვუსწრებთ, თუმცა ეს არ არის სხვაობა საპლეიოფო საგზურის გარანტირებულად მისაღებად. ჩვენი გუნდი მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე.

წარმატებები MFC ILIAUNI !

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები